
დღეს, "რუფ ტერასაზე" ლელა წურწუმიას ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.
"წამიყვანე სიყვარულთან"-ასე ჰქვია არაჩეულებრივ სიმღერას, რომლის ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძე გახლავთ. პრეზენტაციაზე უამრავი ცნობილი სახე იყო თავმოყრილი და როგორც კოლეგები აღნიშნავენ, ახალი კლიპი მართლაც რომ შესანიშნავი იყო. ამასთან, შეგახსენებთ რომ 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში ლელას სოლო კონცერტი გაიმართება.