-
2019-09-13 13:05
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა, მედოქსმა მამასთან დაკავშირებით პირველად გააკეთა მცირე კომენტარი.
მედოქსი ახლა სამხრეთ კორეაში, იონსეის უნივერსიტეტში სწავლობს. მამასთან ურთიერთობა 2016 წელს დაეძაბა, კერძო თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შემდეგ. სავარაუდოდ, სწორედ ამ ინციდენტმა დააჩქარა ჯოლის გადაწყვეტილება, ქმარს დაშორებოდა. მედოქსი, რომელიც სამხრეთ კორეაში ბიოქიმიას სწავლობს, კითხვას - დასრულდა თუ არა მასსა და მსახიობ მამას შორის ურთიერთობა, ბუნდოვნად პასუხობს და აღნიშნავს, რომ "რაც მოხდა - მოხდა".
ბრედ პიტს უფროს შვილთან ურთიერთობა აღარ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს მამა-შვილს შორის დაპირისპირება თვითმფრინავში მოხდა, რა დროსაც ბრედმა მედოქსს დაარტყა. ინფორმაციას მსახიობი კატეგორიულად უარყოფს.