
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კერძოდ, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად შეიზღუდება 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე.
პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, ხოლო ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.
24 აგვისტოდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება რესპუბლიკური საავადმყოფოდან მეტროსადგურ „დელისამდე“.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩვეულ რეჟიმში მოძრაობა 27 აგვისტოს 18:00 საათიდან აღდგება.