
ლედი გაგას კომპოზიცია „Shallow“-ს გამო სასამართლო სარჩელით ემუქრებიან. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით,ერთ-ერთი ამერიკელი კომპოზიტორი სტივ რონსენი ამტკიცებს, რომ გაგამ პოპულარულ
სიმღერაში კომპოზიციის „Almost“ ელემენტები გამოიყენა, რომელიც მან 2012 წელს გამოუშვა.
საუბარია სამი ნოტის თანამიმდევრობაზე, რომელიც ორივე სიმღერაში მეორდება.
2019 წლის ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიაზე კომპოზიცია საუკეთესო სიმღერად აღიარეს.