-
2019-08-05 21:46
დროა, ზაფხულის ცხელ დღეებში თავი ფილმების ყურებით შეიქციოთ.
წარმოგიდგენთ, საუკეთესო სიუჟეტებს, რომელებიც არასდროს დაგავიწყდებათ.
ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელსაც გირჩევთ "ტალრების დამპყრობელია"

მთავარ პერსონაჟს თავის ცხოვრება სერფინგის გარეშე ვერ წარმოუდგენია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მას ამ გატაცებაზე უარის თქმა უწევს. ყველაფერი იცვლება, მაშინ, როდესაც ის ჯეი მორიარტის ხვდება. აღსანიშნავია, რომ ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული – რეალურმა ჯეი მორიარტიმ ნამდვილად დაიპყრო მავერიკსი, მაგრამ ტრაგიკულად დაიღუპა თავისი 23-ე დაბადების დღის წინა დღეს. ფილმის გადაღებები კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუზში მიმდინარეობდა.
რიგით მეორე საზაფხულო ფილმია"მამა მია"
ცნობილი მიუზიკლის სანახაობრივი რიმეიქი, ახალგაზრდა გოგონა სოფი, რომელსაც ამანდა სეიფრედი ასრულებს ქორწილისთვის ემზადება და ოცნებობს, რომ საკურთხეველთან მამამ მიიყვანოს, მამამ, რომელსაც არც კი იცნობს. კუნძული კალოკერი, რომელზეც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა რუქაზე არ არსებობს. სინამდვილეში, გამოგონილი კალოკერი თავის თავში ორ კუნძულს აერთიანებს – სკოპელოსს და სკიათოზს. ფილმი ოქროს გლობუსზე ორ კატეგორიაში იყო ნომინირებული.

ჩვენი რჩევა იქნება აუცილებლად უყუროთ ფილმს სახელწოდებით:"თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ"

ეს არის კომედია ცნობილ პლასტიკურ ქირურგსა და მარტოხელა დედაზე, ყველაფერი მაშინ იწყება, როცა
მთავარი გმირი თავის თანაშემწეს (მარტოხელა დედას) სთხოვს რომ ახალგაზრდა გოგონას თავი ყოფილ ცოლად
მოაჩვენოს. სიუჟეტის მეორე ნაწილი ჰავაის კუნძულებზეა გადაღებული, ასე რომ , გვერწმუნეთ, ფილმის
ნახვის შემდეგ ჰავაისკენ მიმავალ ბილეთს აუცილებლად შეიძენთ.
და ბოლო რჩევა: "ცისფერი კრუიზი" საოცარი კომედია ორი მეგობრის შესახებ, რომლებიც საოცარ გაუგებრობაში
მოხვდებიან.

ყველაფერი მაშინ იწყება, როცა საყვარელ გოგონასთან ახალ დაშორებულს ჯერის მეგობარი
სთავაზობს ჭრილობების შესახორცებლად სამოგზაუროდ წასვლას გემით, რომელიც გადატენილია უმშვენიერესი
გოგონებით. პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც მეგობრები მიხვდებიან , რომ ეს კრუიზი მხოლოდ
მამაკაცებისთვისაა...
მარიამ ნებიერიძე