
მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი – გოგიჩა გარდაიცვალა.
მას სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობდა, თუმცა დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.
სამწუხარო ინფორმაცია “ბასტი ბუბუს” ხელმძღვანელმა თამარ სხვიტარიძემ გაავრცელა:
“აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის – წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.
გოგიჩა გარდაიცვალა.
ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს."-ნათქვამია განცხადებაში
მარიამ ნებიერიძე