
27 ივლისს, ბათუმში,ერთ-ერთ კლუბში "ა სტუდიოს" კონცერტია ჩანიშნული. თუმცა როგორც აჭარის მაუწყებელი
წერს, შესაძლოა, კონცერტი გადაიდოს ან საერთოდ აღარ გაიმართოს.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გავაუქმოთ. დღეს ან ხვალ გადაწყდება,
გადაიდება თუ გაუქმდება. ძალიან ბევრი ბილეთია გაყიდული, დიდი მოთხოვნა იყო” – ამბობს კლუბის მფლობელი.
ჯგუფის სოლისტი 10 წელზე მეტია, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა.