-
2019-06-02 17:33
8 ივნისს „მგზავრების“ კონცერტი ვაგონმშენში გაიმართება.

ჯგუფის წევრები მსმენელის წინაშე ძველი, ყველასათვის საყვარელი სიმღერებითა და ახალი კომპოზიციებით
წარდგებიან .
მუსიკალური საღამო 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ჯგუფი „მგზავრები“, მორიგი ტურნეს ფარგლებში, მოსკოვში კონცერტით წარდგა.
სტადიონზე გამართულ ღონისძიებას, სადაც ყველა სიმღერა ქართულ ენაზე შესრულდა და მას 20 000 ადამიანი
ესწრებოდა.
"მგზავრები" 2006 წელს შეიქმნა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ ამ ხნის განმავლობაში 1000-ზე
მეტი სოლო კონცერტი აქვთ ჩატარებული.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge -ზე უკვე შეგიძლიათ.
მარიამ ნებიერიძე