
ქართველი მსახიობის კოტე თოლორდავას ცხედარი უკვე გამოკვლეულია და წინასწარი დასკვნა ცნობილია. ცხედრის აღმოჩენის დროს მსახიობი დაახლოებით 10 საათის გარდაცვლილი იყო.
"იტარ ტასი" პოლიციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ერს, რომ კოტე თოლორდავას ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცხედარი დაახლოებით 16:00-ზე აღმოაჩინეს, სასტუმროს ნომერში.
შესწავლამ ცხადყო, რომ ნომერში მყოფი მსახიობი დილის საათებში, დაახლოებით 05:00 საათზე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები არ სახელდება, თუმცა, ინფორმაციაში, რომელსაც "ეხო მოსკვი" ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ნომერში იპოვეს ერთჯერადი შპრიცი და თეთრი ფხვნილი, რომლის შემადგენლობასაც სწავლობენ.