
ინფორმაცია უკრაინაში რუსული ჯარის შესვლის შესახებ ჟურნალისტმა რომან ბოჩკალამ მესაზღვრეებზე დაყრდნობით გაავრცელა. მისივე ცნობით, რუსული ჯარი ტაგანროგის მხრიდან შევიდა და ბლოკპოსტების მოწყობა დაიწყო.
“რუსეთის მხრიდან 30 ტანკი, მსუბუქი ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა შემოვიდა. ისინი უკრაინის ტერიტორიაზე 8 კმ-ის სიღრმეში იმყოფებიან და 6 მოსაზღვრე სოფელს აკონტროლებენ”, - წერს ჟურნალისტი.
მისივე ცნობით, ნოვოაზოვსკში სროლების ხმა ისმის, მიტაცებულ ტერიტორიებზე კი რუსი სამხედროები განმასხვავებელ ნიშნებს არ მალავენ.
ბოჩკალას ინფორმაციით, მესაზღვრეებს და მებრძოლებს შორის არის დანაკარგი და არიან მძიმედ დაჭრილები.
“ჩვენი მებრძოლები დახმარებას და მძიმე ტექნიკას ითხოვენ, სხვაგვარად, როგორც ამბობენ, ნოვოაზოვკის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, რომლის დაკარგვის შემთხვევაში მარიუპოლოსკენ გზა ხსნილი იქნება”, - წერს ჟურნალისტი.