-
2014-05-28 18:59
ირანის სასამართლომ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი სასამრთლოში, Instagram и WhatsApp მომხმარებლების პირად ცხოვრებაში ჩარევის საქმესთან დაკავშირებით დაიბარა.
ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება. ალბათობა იმისა, რომ ცუკემბერგი ირანში, სასამართლოს მოსმენაზე ჩავა, პრაქტიკულად ნულის ტოლია.
გასულ კვირას ირანის სასამართლომ მოქალაქეთა კონფიდენციალურობის საფრთხის გამო Instagram-ი დაბლოკა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პროგრამის დახურვის შესახებ კავშირგაბმულობის სამინისტრო მიიღებს.
შეგახსენებთ, სოციალური ქსელი- „ფეისბუქი“, ირანის ტერიტორიაზე 2009 წელს ერთხელ უკვე იყო ბლოკირებული. ამ წელს ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მაშინ, ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმედინეჯადის მოწინააღმდეგეებმა სოციალური ქსელი საპროტესტო აქციების დასაგეგმად გამოიყენეს.
დღევანდელი მონაცემებით ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბლოკირებულია Twitter-ი და YouTube-ი.