
დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკამ, ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა - იუწყება „ინტერფაქსი“.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა გავწმინდოთ რესპუბლიკა უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფებისაგან“-აცხადებს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დენის პუშილინი.
მან კომენტარი გააკეთა აგრეთვე ახლადარჩეული პრეზიდენტის შესახებ, რომელიც პრეზიდენტის რანგში პირველად სწორედ დონბასს ეწვევა. „მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ეს არ არის მიზანშეწონილი , რადგან დონბასელები ყველა წერდგენილი კანდიდატის წინააღმდეგი არიან. არც ერთმა მათგანმა არ დაგმო კიევის მთავრობის ქმედება, რომლის გამო დღესაც იღუპებიან ადამიანები. ამის შემდეგ რაზე შიძლება ვილაპარაკოთ“-განაცხადა ე.წ. უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ.
უფრო ადრე უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვიტალი იარემმა განაცხადა, რომ უკრაინელი ძალოვნები, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში, უახლოეს დროში განაახლებენ ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიურ ფაზას.
ამასთან, დონეცკში, ვოროშილოვსკისა და კალინინის რაიონის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი თანამშრომელი და მძღოლია გატაცებული. როგორც „Новости Донбасса“ იუწყება, გატაცებულები არიან: ალექსანდრ კოსენკო- საოლქო-საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, ნატალია სტეპკო და სერგეი გრეჩკო - საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრები და მძღოლი. ბოლო ინფორმაციის თანახმად, გუშინინდელს შემდეგ მათ შესახებ არანაერი ინფორმაცია არ ვრცელდება. სამართალდამცავი ორგანოებისთვის გატაცებულების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.