
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსმა 7 ადამიანი იმსხვერპლა. სულ კორონავირუსით ჩინეთში 3 255 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი 81 008 შეადგენს, გამოჯანმრთელდა 71 740 პაციენტი.