
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გარდაცვლილი ქალის გადმოსვენებას დროში გააჭიანურებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი გარდაცვლილის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე არიან და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მათთან შეთანხმების შედეგად მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.