
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ იცოდნენ მოსალოდნელი რისკის შესახებ და რომ მსოფლიოს მისი თავის დროზე შეჩერაბა შეეძლო.
"სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაესაჯაროებინათ და ამიტომ ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება“ - განაცხადა პრეზიდენტმა.