
“ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის დახასიათება შესაძლებელია, როგორც პანდემია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მისი თქმით, სიტუაციის პანდემიად შეფასება არ ცვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საფრთხის შეფასებას.
„ეს არ ცვლის იმას, რასაც ჯანმო აკეთებს და არ ცვლის იმას, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მან.