
5 გამოცდილი ექიმისგან შემდგარი ჯგუფი ჩინეთიდან იტალიაში ჩავა, რათა ადგილზე
ადგილობრივ სპეციალისტებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაუწიონ.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი,
რომლის დროსაც ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვან ი იტალიელ კოლეგას – ლუიჯი დი
მაიოს ყველა შესაძლო სამედიცინო დახმარებას დაჰპირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია Cgtn-მა – ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის, CCTV-ის ინგლისურენოვანმა არხმა
გაავრცელა.