
ბირმინგემში ქალს, რომელიც მის ჩინელ მეგობარს დამცირებისგან იცავდა, სასტიკად სცემეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მერა სოლანკი მაშინ სცემეს, როდესაც ერთ-ერთ ბარში დაბადების დღეს აღნიშნავდა.
მერას 29 წლის მეგობრის მიმართ ერთ-ერთმა მამაკაცმა რასისტული განცხადებების გაკეთება დაიწყო.
„წაიღე შენი ბინძური კორონავირუსი და სახლში დაბრუნდი“ - იძახდა იგი.