
ქალაქ უხანში დაბადებული ახალშობილი კორონავირუსისგან ყოველგვარი მედიკამენტის მიღების გარეშე
გამოჯანმრთელდა.
"დეილი მეილის" ცნობით, ახალშობილი უკვე სახლში გაწერეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მას მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია დაუდგინდა, თუმცა კორონავირუსის ძირითადი სიმპტომები
ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა არ აღენიშნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალშობილს მწვავე სიმპტომები
არ ჰქონდა ექიმებმა მას მედიკამენტები არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ვირუსმა 2 698 ადამიანი იმსხვერპლა.