
დიუსელდორფის აეროპორტში დაშვებისას, თურქული ავიკომპანია Pegasus Airlines-ის
თვითმფრინავის ერთერთ შასის ბოლი აუვიდა, რის გამოც ავიალაინერიდან მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია
განხორციელდა.
ინციდენტის გამო არავინ დაშავებულა, თუმცა, 163-ვე მგზავრს ლაინერის დატოვება ავარიული
ტრაპით მოუწია.