
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გაასაჯაროვა.
გაშიფრული საუბრიდან ირკვევა, რომ ტრამპმა ზელენსკის სთხოვა ჯო ბაიდენის შვილის კომპანიის „საქმე გამოიძიოს“.
"ბევრი საუბარია ბაიდენის შვილზე, რომ ბაიდენმა სასამართლო გამოძიება დაასრულა. ბევრს სურს გაიგოს ამ საქმეზე ყველაფერი, რაც თქვენ გენპროკურორთან ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ, კარგი იქნება", – თქვა ტრამპმა.
ზელენსკიმ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ „უკრაინის ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებს“. მისი თქმით, არჩევნები დიდი უმრავლესობით მოიგო და უკრაინის გენერალური პროკურორი „100%-ით ჩემი ადამიანი იქნება“ და ეს ადამიანი „მიხედავს ამ ვითარებას, კერძოდ, კომპანიასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ“.