-
2019-09-16 11:48
ტალია იმ ადამიანებს, რომლებიც მოლიზეს რეგიონში დასახლებას გადაწყვეტენ, 25 ათას ევროს გადაუხდის.
მოლიზე იტალიის სამხრეთით ნაკლებად დასახლებული ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონია და მას შემდეგ, რაც რეგიონი ახალგაზრდებისგან დაიცალა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალი მოსახლეობა მიეზიდა. რეგიონის წარმომადგენელთა განცხადებით, თუ ადამიანი ამ ქალაქში სამი წლის განმავლობაში იცხოვრებს, მას ყოველთვიურად 700 ევროს გადაუხდიან. თუმცა არის რამდენიმე პირობაც, მოლიზეში დასახლების მსურველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 ათას ადამიანს და მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ბიზნესის წამოწყების სურვილი.