
ჟურნალისტი იულია ლატინინა რუსეთიდან წავიდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას უახლოეს პერიოდში არ გეგმავს.
"ეხო მასკვის" ჟურნალისტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვის ოლქში მდებარე მის სახლს უცნობი პირები დაესხნენ ტავს, მისი მანქანა კი დაწვეს.
"საზღვარგარეთ ვარ, ჩემი მშობლებიც აქ არიან. არა მგონია, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში დავბრუნდე", - განაცხადა ლატინინამ "ეხო მასკვის" ეთერში. მისი თქმით, ის შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ პირები, ვინც მისი მანქანა დაწვა, მზად იყვნენ იმისთვისაც, რომ ამას მსხვერპლი მოჰყოლოდა:
"მანქანა, შესაძლოა, იმ მომენტშიც დამწვარიყო, როცა იქ ადამიანები ისხდნენ", - აღნიშნა ლატინინამ.