-
2025-07-31 13:55
ბოლო რამდენიმე დღეა გიორგი შაშვიაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა სოციალური ქსელები დაიპყრო.
გასულ შაბათს, "რუსთავი 2" - ის ეთერში"გული მღერის" სეზონის დამაგვირგვინებელ გადაცემაში, გიორგისა და ნინი ახვლედიანის შესრულებულ ნომერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
რამდენიმე დღით ადრე, პატარა მომღერალი რადიო "დარდიმანდს" ესტუმრა და მსმენელს „მედროგე პავლეს სიმღერა“ წარუდგინა.
როგორც ინტერვიუში აღნიშნა, ქართული სიმღერების მოტრფიალეა და ხშირად უსმენს რადიო "დარდიმანდს" .
შეგახსენებთ, გიორგი "რანინას" მე-7 სეზონის მონაწილეა.
