
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში ინკასაციის მანქანაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი პირი, ერთი კი დაიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები სამნი იყვნენ. ქალაქში პოლიცია ცხელ კვალზე დევნის რეჟიმით მოქმედებს.
უკვე დადგენილია, რომელ ბანკს ეკუთვნოდა ინკასაციის მანქანა, თუმცა, დაუდგენელია, რა რაოდენობის თანხის გატაცება მოახერხეს თავდამსხმელებმა. დადგენილია ასევე დაღუპულთა ვინაობა: ერთი მოკლული - თავდამსხმელია, მეორე კი ინკასატორი. შეტაკების დროს დაიჭრა ასევე ერთი ინკასატორი, რომელიც ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ქალაქის პოლიციამ ცხელ კვალზე დევნის რეჟიმი აამოქმედა.