-
2016-01-01 11:13
დუბაის ცენტრში სმასმეტრიანი, 63 სართულიანი ჩატამბჯენის მე-20 სართულზე გაჩენილ ხანძარს, რომელიც მთელ შენობას მოედო, ხელი არ შეუშლია გრანდიოზული ფეიერვერკის მოწყობისთვის, რომლის სანახავადაც დუბაიში ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის.
ხუთვარსკვლავიან სასტუმრო-ცათამბჯენში ხანძარი ახალი წლის დადგომამდე სამი საათით ადრე გაჩნდა. ალმოდებული ცათამბჯენი ჩანდა დუბაის ნებისმიერი წერტილიდან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი ყველაფერი გააკეთა, რათა ტურისტებს დუბაიდან არამარტო ხანძრის, არამედ მსოფლიოში ცნობილი ფეიერვერკის ფოტოებიც წაეღოთ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა (60 ადამიანი მსუბუქად დაშავდა), ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფეიერვერკის გაუქმების მიზეზი არ არსებობს. ამასთან, მან მიიღო დამატებითოი ზომები, რათა ტურისტები ხანძარსაშიშ ზონაში არ აღმოჩენილიყვნენ, ხოლო ცათამბჯენიდან ევაკუაცია ჩაატარა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, დაუდგენელია.
BBC
ფოტოები: Reuters; AFP; Getty.



