-
2015-12-19 07:45
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სირიის ლიდერმა ბაშარ ასადმა დაკარგა ლეგიტიმურობა ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში და თანამდებობის დატოვება მოუწევს.
მისი თქმით, სირიაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელია, სანამ ხელისუფლება ლეგიტიმური არ იქნება მოსახლეობაში. ობამას მიაჩნია, რომ საათის ისრების უკან გადაწევა შეუძლებელია, თუმცა, ასადის წასვლა გაუხსნის სირიელ ხალხს შესაძლებლობას, აშენოს ისეთი მომავალი, რომელიც არ იქნება დაფუძნებული რელიგიურ შუღლზე.
მისივე თქმით, სირიაში გარდამავლი პერიოდი რთული და მტკივნეული იქნება, მაგრამ სხვა გზა და გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, ამ ეტაპზე, არ არსებობს.