
დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გახსნეს კალიფორნიის შტატში, სან-ბერნარდინოს ოლქის სოციალური დახმარების ცენტრში მოხდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაა განკუთვნილი. არიან დაღუპულები და დაჭრილები. სროლა ორმა ან სამმა პირმა დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მანქანით გაიქცნენ.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია აშშ-ის პრეზიდენტი, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი. მედიასაშუალებები დაღუპულთა რიცხვს განსხვავებულად ასახელებენ. ოფისში მყოფი გოგონას მიერ მამამისისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების თანახმად, 10-12 ადამიანია მოკლული, მედიასაშუალებათა ნაწილი 20-დე მსხვერპლზე იტყობინება. მოხდარისთვის, ჯერჯერობითბ არ მიუციათ ტერაქტის კლასიფიკაცია.
სხვადასხვა ცნობით, თავდამსხმელებმა კალაშნიკოვის სისტემის AK-47 ავტომატები გამოიყენეს. ამ დროისთვის ადგილზე მესანგრეები მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობები არაა დამონტაჟებული. სტაფი ევაკუირებულია.
განახლებულია: 02:28:46
აშშ-ის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეროლდ ბურგუანმა განაცხადა, რომ არანაკლებ 14 ადამიანი დაიღუპა, ამდენივე დაჭრილია.
თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თავდამსხმელები სამხედრო ფორმაში იყვნენ ჩაცმული, ერთს მათგან ჯავშანჟილეტი ეცვა და ხელში შაშხანა ეჭირა, დანარჩენებს კი - ავტომატები. თავდასხმის დროს შენობაში 30-დე ადამიანი იმყოფებოდა. სროლის დაწყების შემდეგ ისინი გოლფის მოედნისკენ გაიქცნენ, რამაც მათი მიზანში ამოღება გაადვილა. სწორედ ამით აიხსნება, რომ 14 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ასევე, თვითმხილველთა ინფორმაციის მიხედვით, თავდამსხმელებმა ტერიტორია GMC Yukon ჯიპით დატოვეს.
განახლებულია: 04:31:27
ამ დროისთვის პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი, ერთი კი დაკავებულია. ძალოვნები მესამე თავდამსხმელს ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიდან შავი ჯიპით მიიმალა. თავდასხმის მოტივები ამ დრომდე დაუდგენელია. საბოლოო ინფორმაციით, სროლის დროს 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაჭრილთა რიცხვი, თავდაპირველი ცნობის მიხედვით, 14 იყო და 17-დე გაიზარდა.