ფრთხილად, დარდანელი იხურება! - რუსი ბლოგერები

Image

რამდენიმე დღის წინ გამოითქვა მოსაზრება, რომ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ მარმარილოს ზღვაში ჩატარებული მანევრები, შავი ზღვის სრუტეების ჩაკეტვის საწვრთნელ ქმედებებს წარმოადგენდა.

 

ფოკუსი მდგომარეობს არა თავად ჩაკეტვის შესაძლებლობაში, არამედ, ამ კილომეტრზე ნაკლები სიგანის გასასვლელში ხომალდებისთვის ფილტრის მოწყობაში. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც გასასვლელის დაკეტვა იგულისხმებოდა მხოლოდ რუსული ან რუსული ტვირთის გადამზიდავი გემებისათვის. სწორედ ეს უნდა უზრუნველეყო თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს.

 

საზღვაო ტრანსპორტის თვალყურის სისტემის (AIS. http://www.marinetraffic.com/) მონაცემების თანახმად, ამ მომენტისათვის ბოსფორის სრუტეში მხოლოდ თურქული გემები მოძრაობენ. დარდანელში კი მოძრაობა საერთოდ შეწყვეტილია.

 

ამავდროულად, როგორც შავი ზღვის, ასევე ხმელთაშუა ზღვის მხრიდან შეიმჩნევა რეიდზე მდგომი რუსულდროშიანი გემების მცირე დაჯგუფებები. გარდა ამისა, ნოვოროსიისკისა და სევასტოპოლის მხრიდან ბოსფორის მიმართულებით არ მიემართება არცერთი რუსული გემი. ეს ირიბად ადასტურებს CNN -ის გუშინდელ ინფორმაციას - თურქეთის მიერ რუსეთის გემებისთვის სრუტეების ჩაკეტვის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ თურქული პრესა ამ მომენტისთვის რუსეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ხისტ კომენტარებს აკეთებს, მაგრამ შეტყობინება რუსული გემების ბლოკირების შესახებ არსად არ ჩანს. ამის სანაცვლოდ პრესა ფრთხილად აანონსებს პარიზის კლიმატურ სამმიტზე, აშშ-ს პრეზიდენტის თანდასწრებით, ერდოღანისა და პუტინის შესაძლო მოლაპარაკებების  შესახებ.

 

თურქული პრესის ასეთი მდუმარება მეტყველებს, რომ თურქეთმა არაოფიციალურად გააფრთხილა რუსეთი „სირიული ექსპრესის“ შეჩერების შესახებ. ეს ჯერ-ჯერობით ფორმალურად აკრძალვის შემოღება არ არის, მაგრამ პირდაპირ მიუთითებს, რომ გამოყენებული იქნება აზიური ცბიერების ყველა ხერხი გადაადგილების ნებართვის პროცედურების გაჭიანურებისა და გართულებისათვის. დე-ფაქტო, რუსული სამხედრო ფლოტს, ჯერ-ჯერობით შავი ზღვის აკვატორიიდან გასვლის საშუალება დაკარგული აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება პარიზის მოლაპარაკებების შემდეგ იქნება მიღებული ან თუ მოსკოვი ამ მოლაპარაკებებს ჩაშლის.

 

ნათელია, რომ პუტინს არ გააჩნია კოზირები ამ მოლაპარაკებისათვის. მას უჩვენეს როგორ მოხდება მისი სირიული დაჯგუფების ბლოკირება. გადასაკეტი დარჩება საჰაერო ხიდი და სათაგურიც დაიხურება. გასაგებია, რომ რუსს რჩება სუეცისა და გიბრალტარის სრუტეები, მაგრამ აქ ერთი პატარა ამბავია. პირველი - ვის აქვს გარანტია, რომ რუსეთს ამ სანაოსნო არხებსაც არ ჩაუკეტავენ? მინიმუმ გიბრალტარს ხომ ხელის ერთი მარტივი მოძრაობით გადაკეტავენ. მაშინ დარჩება ერთი მარშრუტი მოსკოვი-ვლადივოსტოკი-ლატაკია. ასეთი განლაგება მეორე პატარა ამბავს ბადებს - ჯარების ოპერატიული მართვის სრული დაკარგვა ჰქვია ამ მეორე ამბავს. ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად ან უნდა უგრძელესი გზებით შემოუაროს, ან ჩაითრიოს თავის გეგმებში მესამე ქვეყნები.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ირანსაც კი საკუთარი და განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკთხთან მიმართებაში, არც ერთი სხვა ქვეყანა არ გამოთქვამს სურვილს ამ ამბავში გარევისა. რაკი ეს ასეა, მესამე პატარა ამბავიც გასაგები ხდება.

 

ასე რომ „ოქროს“ კოლონიალური ომი შეიძლება რუსეთს „ბრილიანტის“ ომად გადაექცეს. სირიაში გადატანილი თითოეული კილოგრამი ტვირთის ფასი იქნება იგივე რირებულების, რაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადატანილისა.

 

ამ სიტუაციაში ომსკელი დიეტოლოგების რჩევას - წვიმის ჭიაყელები საკვებად ძალიან სასარგებლონი არიანო, დაემატება მეორე რეკომენდაცია - „მოძმე სირიისთვის“ ასეთი დახმარება გამოიწვევს ძროხის ფუნის საკვები ღირებულებების საკითხის განხილვას.

 

არსებობს დიდი ალბათობა, რომ მომავალი მოლაპარაკებები კრემლის პატრონისთვის ზურგში ჩარტყმული უფრო დიდი დანა იქნება, ვიდრე ჟანგიანი მფრინავი ანტიკვარიატის ჩამოგდება იყო. მოსალოდნელია თურქებმა მოითხოვონ რუსული ჯარების თურქეთის ტერიტორიიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გაყვანა, ასევე მოსალოდნელია თურქეთის საზღვართან სირიის ტერიტორიაზე თურქული სამხედროებისგან ბუფერული ზონის შექმნის საშუალების მიღება.

 

თურქმენული რესპუბლიკის ბომბარდირების შეწყვეტაც არ დარჩება უყურადღებოდ. გაძალიანების შემთხვევაში პუტინს ესმის მოსალოდნელი შედეგები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთში ამჟამად მკვეთრად გამოხატული ანტირუსული განწყობებია და ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია ძნელად მისაღწევი გახდა.  ბოთლიდან ჯინი გამოშვებულია.

 

თუ პუტინმა საერთოდ დაკარგა გონიერება, იგი მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს „თურქულ ნაკადს“ დაუკავშირებს. მაგრამ ამ მატარებელმაც უკვე ჩაიარა . თურქეთმა კარგად დაინახა როგორი პარტნიორიცაა რუსეთი. ახლა ანკარა აღარ დაიჯერებს მოსკოვის ცრემლებს. უკვე ნათლად გამოჩნდა რომ: ტერაქტები ანკარაში, სირიელი თურქების დაბომბვები, რუსული თვითმფრინავების თურქეთის ცაში ფარფატი - ანკარისგან ნავთობსადენის გამოძალვის წინა პირობები იყო.

 

გასაგებია, რომ აშშ მთლიანად თურქეთის მხარეს დაიჭერს და თავის მოთხოვნებს წაუყენებს პუტინს. მაგალითად, მოითხოვენ ასადის, რბილად რომ ვთქვათ, დავიწყებას.

 

როგორც ჩანს, რაც უფრო ღრმად შეყავს პუტინს რუსეთი სათაგურში, მით ნაკლები უფასო ყველი ხვდებათ იქ!

 

სპეციალურად "აფხაზეთის ხმისა" და informnapalm.org-ისთვის მოამზადა თეიმურაზ ხუნდაძემ

 

 

dardanel.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !