
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უკრაინის გენპროკურორის შოკინის კაბინეტში მუშაობს, თავად გენერალური პროკურორი კი შვებულებაში გავიდა, - ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ამასთან, წყარო ვერ აკონკრეტებს, რა ვადით გავიდა უკრაინის გენერალური პროკურორი შვებულებაში. შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან შოკინის გათავისუფლება პოროშენკომ უკვე გადაწყვიტა, ხოლო მის შემცვლელად დავით საყვარელოიძეს ან სულაც მიხეილ სააკაშვილს მოიაზრებენ.