-
2015-10-13 22:08
„ან-ნუსრის ფრონტის“ ლიდერმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანმა ბოევიკებს რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ ბოევიკებმა კავკასიაში უნდა მოახერხონ, რომ რუსეთს სირიიდან ყურადღების გადატანა აიძულონ.
შეგახსენებთ, რუსეთი 30 სექტემბრიდან სირიაში საომარ ოპერაციებს ატარებს. რუსულმა ავიაციამ არაერთი იერიში მიიტანა არა „ისლამური სახელმწიფოს“, როგორც ამას რუსული და პრორუსული ქართული მედია ავრცელებს, არამედ ბასარ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებების პოზიციებზე.
5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სირიაში რამდენიმე დაჯგუფებამ მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ ალიანსის შექმნისკენ. განცხადებას ხელი „ან-ნუსრას ფრონტმაც“ მოაწერა.
ცნობილია, რომ „ან-ნუსრას ფრონტი“ როგორც ბაშარ ასადის, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის. რუსეთში ეს დაჟგუფება ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და აკრძალულია.