
რუსეთის პრეზიდენტი და დსთ-ს ქვეყნების სხვა წარმომადგენლები ამ კვირას ცენტრალური აზიის საზრვრებთან სამხედრო დაჯგუფებების განთავსების საკითხს განიხილავენ. ამ პროცესის მიზანი, ოფიციალური ინფორმაციით, საზღვრებთან წარმოქმნილი საფრთხეების განეიტრალებაა.
„დაჯგუფებათა განთავსების შესაძლებლობის განხილვა განპირობებულია ახალი გამოწვევებითა და დსთ-ს ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესების აუცილებლობით“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დსთ-ს ქვეყნების მეთაურთა შეხვედრა 16 ოქტომბერს, ყაზახეთის ჩრდილოეთში მდებარე ბურაბაის დასახლებაშია დაგეგმილი. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრას მოლდოვის პრემიერმინისტრი დაესწრება, მაგრამ ჯერ არაა გარკვეული, ვინ წარმოადგენს უკრაინას.