-
2015-10-11 01:08
პოლიტოლოგი, საზოგადოებრივი მოძრაობა "მემარჯვენეთა კავშირის" თავმჯდომარე ლეონიდ გოზმანი რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე გამოსვლისას საყოველთაო აგრესიის ობიექტი გახდა, როცა შეეცადა სტუდიაში მყოფთა დარწმუნებას, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო, ყურადღების სხვა თემაზე გადატანის მიზნით, რუსეთის მმართველებს ხელს აძლევს ქვეყანაში პერმანენტული საომარი მდგომარეობა.
გოზმანმა ხაზი გაუსვა, რომ რას ბომბავენ რუსები სირიაში, ჯერაც არაა ცნობილი, ხოლო რუსების სიხარული სირიის დაბომბვის გამო, ფაშისტური გერმანიის მმართველებისადმი 1930-იან წლებში მიზღვნილ აპლოდიმენტებს შეადარა.
"როცა ხელისუფლების პოზიციას იცავენ იდიოტები, ეს ხელისუფლებისთვისაა ცუდი", - განაცხადა გოზმანმა.