
ვიდეოს ნახვა მიზანშეწონილი არაა არამდგრადი ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე და 14 წლამდე ასაკის პირებისთვის.
ბულგარეთის ერთერთ სამშობიარო სახლში სათვალთვალო კამერამ გადაიღო, როგორ ურტყამს მედდა ახალშობილს თავში მუშტებსა და კვების ბოთლს, როცა ეს უკანასკნელი შეუჩერებლად ტირის.
დაზიანებების მიუხედავად, ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მედდა ემილია კვაჩევა, რომელიც თავად ორი შვილის დედაა, დაკავებულია და უკვე წაუყენეს ბრალი - მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.