ტრაგედია ვაჟა-ფშაველაზე: მანქანამ 10 წლის ბავშვს ორჯერ გადაუარა

Image

„აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გუშინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალები. ტრაგედიას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

განახლებულია 07.06.2014; 10:38 სთ. 

 

შემთხვევა ვაჟა-ფშაველას 65-თან მოხდა, სადაც მსუბუქმა ავტომანქანამ 10 წლის ბავშვს ორჯერ გადაუარა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ბავშვი სკეიტბორდზე დაწოლილი სეირნობდა, მძღოლმა ის ვერ შეამჩნია, მანქანა დაძრა და გადაუარა, ხოლო ხალხის ყვირილზე დაიბნა, უკვე გაჩერებული მანქანა უკუსვლით დაძრა და ბიჭს კიდევ ერთხელ გადაუარა. ბავშვი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

ავტომანქანის მძღოლს მიმალვა არ უცდია. მას შემდეგ, რაც ტრაგიკული შედეგის შესახებ შეიტყო, ახალგაზრდა მამაკაცი კედელთან მიიჭრა და თავს იმდენ ხანს ურტყამდა კედელს, სანამ გონება არ დაკარგა. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

„აფხაზეთის ხმა“ არ ასახელებს ავტომანქანის ნომერს, ასევე მძღოლისა და გარდაცვლილი ბავშვის გვარებს. როგორც გარდაცვლილის ახლობელმა „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, ოჯახი ჩივილს არ აპირებს, რადგან „მორწმუნე ოჯახია და კარგად დაინახეს, როგორ ნანობდა ახალგაზრდა კაცი მომხდარს“. ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, მიმდინარეობს გამოძიება.

 

10 წლის ბავშვი ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო. მას ექვსი და-ძმა ჰყავს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !