
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ყვარელში მისი სახლისა და სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ილუსტრირებულ შედარებას.
მიხეილ სააკაშვილმა იქვე გამოაქვეყნა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის სახლის ფოტოები და დაწერა:
"და ვისაც გაინტერესებთ კორუმპირებული პრეზიდენტის სახლები როგორ გამოიყურება, იხილეთ იანუკოვიჩის სახლი"...
"ივანიშვილის სახლი არის ბანდიტიზმით, 90 წლებში ნაძარცვით აშენებული და მან წამართვა ჩემი ყვარლის სახლი, ერთადერთი ქონება, რომელიც მე შევქმენი ამ ცხრა წლის განმავლობაში, მაგრამ მე ყველაზე მეტად იმაზე მტკივა გული, რომ ჩემი ქონება კი არა, საქართველო დააყადაღეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, "კურიერში" ჩართვის დროს.