
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თბილისში, ვაკის პარკთან გადაიღეს პირები, რომლებიც დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პლაკატებს უკვე გაკრულ, ნიკა მელიას პლაკატებზე ზემოდან აკრავდნენ.
მხარდამჭერებმა, რომლებმაც შემთხვევა გადაიღეს, ფოტოები „აფხაზეთის ხმას“ მიაწოდეს. მათი თქმით, ეს ადგილი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა იმის გამო აირჩიეს, რომ დილით ამ ადგილას საქართველოს პრემიერმინისტრის კორტეჟს უნდა ჩაევლო, რომელიც ვაკის პარკში ვეტერანებს ხვდებოდა.
მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა „ოცნების“ აქტივისტებს პლაკატების გადაკვრის საშუალება არ მისცეს, ვაკის პარკთან მათ ჰორიზანტალური ბანერი მიიტანეს.