პანიკის დროს ადამიანში კორტიზოლის დონე იმატებს და იმუნიტეტს ანადგურებს

Image

პანიკის დროს ადამიანში კორტიზოლის დონე იმატებს და იმუნიტეტს ანადგურებს, რამაც შესაძლოა, მიძინებული დაავადებები გაააქტიუროს,-ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის სამდიცინო სკოლის კურსდამთავრებულმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, უკრაინაში მცხოვრებმა თინა ბერაძემ გამოცემა GORDON-თან ისაუბრა.

 

ფსიქიატრის თქმით, თუ ადამიანი პანიკაშია კორონავირუსთან დაკავშირებით, მისმა ორგანიზმმა შესაძლოა, დაკარგოს ვირუსის მიმართ წინააღმდეგობის უნარი.

„მე წინააღმდეგი ვარ, როდესაც მწვავე რესპირატორული დაავადების მქონე ადამიანებს ექიმთან მიღებაზე იბარებენ. სწორედ პოლიკლინიკებშია დიდი შანსი დავირუსების. პირიქით, ასეთ დროს სჯობს, დარჩეთ სახლში. ავსტრიაში სწორედ ასე შეაჩერეს ვირუსის სწრაფი გავრცელება. გარკვეული სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდაცია გასცეს თვითიზოლაციისა და ბინაზე ექიმის გამოძახების. პაციენტთან მიდიოდა ბრიგადა მთლიანი აღჭურვილობით და დაცვის საშუალებებით. უბრალოდ, დაურიგეთ სასწრაფოს ექიმებს სპეციალური ამუნიცია. ეს არ არის რთული. 

ზოგადად, უკრაინაში ჰიგიენასთან ზერელე დამოკიდებულებაა, არავინ იფარებს პირზე ხელს დაცემინებისას, ადამიანებმა არ იციან, როგორ და რა სიხშირით დაიბანონ ხელები. დეზინფექტორითაც კი არავინ სარგებლობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“,-ამბობს ფსიქიატრი.

მისივე თქმით, ხანში შესულებმა კორონავირუსისგან თავი თვითიზოლაციით უნდა დაიცვან.

„პანიკა არ შეიძლება, ამ დროს ორგანიზმი სტრესს განიცდის, იმატებს კორტიზოლის დონე, რომელიც უბრალოდ, ანადგურებს იმუნიტეტს. ერთადერთი, რაც ახლა ნამდვილად გვჭირდება, ეს იმუნიტეტია. მსოფლიოში ჩემი კოლეგები ერთ გლობალურ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას – ყოველწლიურად ადამიანები სულ უფრო მშფოთვარენი ხდებიან. უკრაინაშიც სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს ნერვული აშლილობა. ნებისმიერი სტრესი, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებული, მათ მდგომარეობას ართულებს. პანიკის საფრთხის ქვეშ კი, ძირითადად ის ადამიანები არიან, ვისაც მანამდე ჰქონდა პანიკური აშლილობა. ამიტომ ახლა აუცილებლად უნდა განაახლონ კონტაქტი თავიანთ მკურნალ ექიმებთან, ფსიქოთერაპევტებთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენთან შესაძლოა, ბევრს უდიაგნოზოდ ჰქონდეს ფსიქიკური აშლილობა. ახლა ასეთი ადამიანებისთვის შესაფერისი დროა, ჩაეწერონ ექიმთან მიღებაზე, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით“.-ამბობს ბერაძე.

ექიმს მიაჩნია, რომ ნეგატივზე ფოკუსირება არ შეიძლება.

„მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები არ არიან რისკის ჯგუფში, ჩემი რეკომენდაციაა, ახალი ამბების ყურება შეზღუდოთ, როდესაც წამყვანი შეშინებული სახით კითხულობს ტექსტს კორონავირუსით გარდაცვლილის შესახებ, მაყურებლის შფოთვა ძლიერდება, ამას ისევ ინტერნეტით ინფორმაციის მიღება სჯობს. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ინტერნეტგამოცემებიც ნეგატივზეა ფოკუსირებული, რადგან ასეთ სტატიებს მეტი მკითხველი ჰყავს. ჩვენს ინსტიქტებში დევს ნეგატიური ინფორმაციებისკენ ლტოლვა, თუ ნიუსი გაშფოთებთ, დახურეთ და ნუ გააგრძელებთ კითხვას. უყურეთ კეთილ კომედიას. ნუ შეეკითხებით მეზობელს, რა ხდება მსოფლიოში. საუკეთესო გამოსავალი თვითიზოლაციაა. როგორც ექიმმა, მინდა შეგახსენოთ, რომ არაყი კორონავირუსისგან არ დაგიცავთ. პირიქით, იმუნიტეტს დაგიქვეითებთ. ნუ ეცდებით კოლექტიურად სტრესის მოხსნას, მოერიდეთ რესტორნებსა და კლუბებს“,-ამბობს ექიმი.

 მისივე თქმით, საკარანტინო შეზღუდვები- ეს არის სიფრთხილის სწორი ზომები.

„მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ხელები ხშირად უნდა დაიბანოთ, ხოლო თუ ამის საშუალება არ არის, გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარი. ასევე ხშირად გაწმინდეთ მობილური. ატარეთ თხელი ხელთათმანები. ის, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, საკმაოდ უსიამოვნოა. თუმცა, მეორე მხრივ, ეპიდემიების დროს, როდესაც ათასობით ადამიანი იღუპებოდა, ასეთი რეაქციები ქვეყნების მხრიდან არ ყოფილა. არავის უნდოდა ფულის დაკარგვა. დღევანდელი სიტუაცია კი, იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად დაიწყეს ხალხზე ზრუნვა. საკარანტინო შეზღუდვები ცუდი არ არის, დაიმახსოვრეთ, ყველაფერი მთავრდება და ესეც ჩაივლის“,-ამბობს ფსიქიატრი. 

 

 

წყარო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !