-
2014-03-11 09:31
ევროპის ქვეყნებში კერძო ბიზნესით დაკავებულები ბოლო დროს ღიად გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას რუსეთის აგრესორული პოლიტიკის მიმართ.
რამდენიმე დღის წინ "აფხაზეთის ხმამ" გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერილი იყო, რომ ესპანეთის პატარა ქალაქში კაფის მეპატრონემ რუს ტურისტებს მოსთხოვა დაეტოვებინათ მისი კუთვნილი დაწესებულება და აუხსნა, რომ ოკუპანტებს ამ კაფეში არ ემსახურებიან.
სოციალურ ქსელებში კი დღეს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ციურიხის ერთერთი რესტორნის შესასვლელთან გაკრული წარწერა ჩანს:
"ამ რესტორანში რუს ოკუპანტებს არ ემსახურებიან!" – დაწერილია პლაკატზე. იგივე შინაარსის წარწერაა მალაიზიაში, ქვეყანაში მყოფი რუსი ტურისტების საყურადღებოდ.

