
2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში, გორის დაბომბვის დროს დაღუპული ზვიად რაზმაძის ძმა ზაზა რაზმაძე, რომელიც "როიტერის" მაშინდელ ფოტოებზე სწორედ ძმის ცხედართან ერთადაა აღბეჭდილი, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
ზაზა რაზმაძე კარალეთის დევნილთა ბაზაზე, ერთერთი კოტეჯის წინ ჯიხურს მეზობლებთან ერთად დგამდა, რა დროსაც რკინის კონსნტრუქცია ელექტროსადენებს შეეხო და მას დენმა დაარტყა, ზაზა რაზმაძის გადარჩენა ვერ მოხერხდა.