-
2015-11-27 23:19
"ქუთაისიპოსტი" იტყობინება, რომ ქალაქისმერის ოთარ მურღულიას სახელობის ორმო გახსნეს ქალაქში ერთერთ ქუჩაზე. აქცია-პერფორმანსის ინიციატორი ქუტაისი მონიტორინგის ცენტრი "მედიატორია".
ორგანიზაციის წარმომადგენლები აპროტესტებენ ქალაქის ინფრასტრუქტურულ მდგომარებას და ქუთაისის თვითმმართველობას გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ.
"ჩვენმა ორგანიზაციამ დღეს გაკეთებული პერფორმანსით ქალაქის თვითმმართველობას დაანახა, რომ ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი, სადაც არის უზარმაზარი ორმო. ეს ორმო არ არის ერთადერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს. ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქალაქის მთავრობას სძინავს," -ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" წევრი ლაშა საბაშვილი.

წყარო
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29