-
2015-11-26 03:52
სარატოვში, ადგილობრივი „ავტოდორისა“ და თურული „ბეშიქთაშის“ საკალათბურთო კლუბების შეხვედრის წინ და მსვლელობისას „ავტოდორის“ რუსმა გულშემატკივრებმა საკალათბურთო დარბაზის ტრიბუნებზე პოლიტიკური პლაკატები გამოფინეს.
„მოღალატეებო!“ - ეს პლაკატი დახვდათ ტრიბუნაზე მატჩის დაწყებამდე სავარჯიშოდ გასულ თურქ კალათბურთელებს, ხოლო მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრებს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები ეჭირათ, მათ შორის: «Правительство Турции к ответу», «Не забудем, не простим!», «Пособники террористов будут наказаны!».
გულშემატკივრები ასევე, სკანდირებდნენ ფრაზას: «Не забудем, не простим».
გულშემატკივართ მხრიდან მსგავსი რეაქცია თურქეთის სამხედრო ავიაციის მიერ სუ-24-ის ჩამოგდებამ გამოიწვია. მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს ონლაინმედიის მეშვეობით მიმართა „ავტოდორის“ პრეზიდენტმა და სთხოვა, არ გაეთანაბრებინათ ერთმანეთისთვის სპორტი და პოლიტიკა.
რაც შეეხება თავად შეხვედრას, ის ადგილობრივი რუსლი კალათბურთელების გამარჯვებით, 93:83 დასრულდა.
„ავტოდორი“ რუსეთის რეგიონების საკალათბურთო გუნდებიდან ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ამჯერად ის ევროთასის გათამაშებაში მონაწილეობს.