
თურქეთ-სირიის საზღვართან, სირიელი თურქებით დასახლებულ ლატაკიის პროვინციაში ჩამოგდებული სუ-24-ის ორი სამხედრო მფრინავიდან ერთი დაკავებულია. ის ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა და დაატყვევა. მფრინავს, სავარაუდოდ, თურქულ მხარეს გადასცემენ, რომელმაც კატაპულტირების ადგილზე ორი სამხედრო ვერტმფრენი უკვე გააგზავნა.
სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება რუსი სამხედრო მფრინავის პირველი ფოტოები. როგორც ჩანს, ის თვითმფრინავის დაზიანებისას დაშავდა. მეორე რუსი პილოტის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. ერთერთი ვერსიით კი, ერთი რუსი მფრინავი დაიღუპა და ეს ფოტო სწორედ დაღუპულის ფოტოა. ამის შესახებ "ტვიტერში" სი ენ ენის თურქი ჟურნალისტი ეზგი ჯანკურტარანი წერს.