
როგორც ცნობილია, უკრაინის ეროვნული პოლიციის შეფი ხატია დეკანოიძე გახდა. უკრაინული მედიის მთავარი თემა სწორედ ეს ფაქტია. რამდენიმე მედიასაშუალებამ გადაწყვიტა, მკითხველს უფრო ახლოს გააცნოს რეფორმირებული პოლიციის მეთაური და მასზე რამდენიმე საინტერესო ფაქტი, ასევე, „ფეისბუქიდან“ მისი 7 ფოტო გამოაქვეყნა.
აი, რა საინტერესო ფაქტებზე შეაჩერა ყურადღება უკრაინულმა მედიამ ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით:
ა) 34 წლის ასაკში ხატია დეკანოიძემ მუშაობა დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორთა გუნდში და უშიშროების საბჭოს ადმინისტრაციას ჩაუდგა სათავეში.
ბ) საქართველოში ხატია დეკანოიძემ მოასწრო ემუშავა განათლების მინისტრად, ასევე, პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელად.
გ) მან პოლიციის აკადემიაში გააუქმა მრავალწლიანი სწავლებები და ის შეცვალა უფლებების, ტაქტიკისა და სხვა აუცილებელი დეტალების შესახებ ტრენინგებით.
დ) ამჟამად დეკანოიძე კითხულობს ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტში უკრაინელი სტუდენტებისთვის და ჩაშვებული აქვს პროექტი უკრაინელი პოლიტიკოსების ახალი თაობის მოსამზადებლად.
ე) ბოლო დრომდე ხატია დეკანოიძე იყო შს მინისტრ არსენ ავაკოვის მრჩეველი.
ფოტოები "ფეისბუქიდან":