
"აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს ვაზისუბნის დასახლებაში, შანდორ პეტეფის 15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ფოტო, სადაც ასახულია, როგორ ცდილობს 25 ნომერი მარშრუტის ავტობუსის მძღოლი მანქანის შეკეთებას.
ფოტო დაახლოებით 40 წუთის წინაა გადაღებული. მძღოლმა მგზავრებს გამოუცხადა, რომ მანქანა დაზიანდა და უნდა შეაკეთოს, რის შემდეგაც მგზავრებმა ავტობუსი დატოვეს. რატომ არ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სერვისის წარმომადგენლები სატრანსპორტო გაერთიანებიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია.