-
2015-03-16 21:52
16 მარტის უკრაინული ინტერნეტსივრცის დღის ფოტოდ იქცა პოლიციის ახალი მანქანის ფოტო, რომელიც "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა და აქტიური განხილვა გამოიწვია.
მომხმარებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს ვარიანტი ბევრად სჯობს იმას, რაც იყო, მაგრამ აქვთ შენიშვნებიც: ეკიპაჟის ნომერი და ტელეფონი, რომელზეც პოლიციას უნდა დაუკავშირდე, ერთმანეთისგან ძნელად გასარჩევია, კვადრატული დანატანები ტაქსის ასოციაციას ქმნის, არაა ინგლისურენოვანი წარწერა და გვერდიდან წარწერა "პოლიცია" მუდამ ტალახში იქნება ამოთხვრილი, შესაძლოა, დაიფაროს კიდეც...
