საინტერესო ფაქტები დამოუკიდებელი საქართველოს ანექსიის შესახებ - გახსოვდეს შენი ისტორია!

Image

25 თებერვალია, დღე, როცა წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველო საბჭოთა საქართველოდ გადააქცია. აქ, ამ მემორიალთან მიდიოდა სასტიკი ბროლა, სადაც გმირულად დაეცნენ ჩვენი იუნკრები და მოხალისეები თითქმის საუკუნის წინ.

 

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

 

რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

 

მე-11 არმიას იუნკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი, თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

 

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.

 

25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.

 

25 თებერვალი 1921 წელი -,,დასტურია, შეუტიე, აიღე ქალაქი!" (1920-21 წწ. დაშიფრული დეპეშები) ,,ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!" არქივში დაცული საიდუმლო მიმოწერა, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიას.

 

როდესაც საბჭოთა რუსეთის XI არმია შემოესია საქართველოს, მის თავისუფლებას დაემუქრა, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს, სამშობლოს დასაცავად მოუწოდა მათ. მაშინ დაირაზმა მთელი ქართველი ახალგაზრდობა, ერთი სულისკვეთებით მოცულნი ფარად და მახვილად ექცნენ სამშობლოს. სტუდენტებს არც გიმნაზიელები ჩამორჩენიან, მათაც შეუქმნიათ ასეული… მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო შალვა მაყაშვილი. “მივდივარო” – მოულოდნელად განუცხადა ოჯახის წევრებს, პოეტმა მამამ, კოტე მაყაშვილმა გზაც დაულოცა ნაუცბათევად დავაჟკაცებულ შვილს.

 

„… წადი, შვილო, შეასრულე,

რაც გიბრძანა შენმა გულმა…“

 

მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 წლის მარომაც ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. 17 თებერვალს ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. შემორჩენილია ამ პერიოდის მაროს წერილები, რომლებიც სავსეა პატრიოტული სულისკვეთებით.

 

1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა…

 

23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო მაყაშვილიც.

 

ზაქარია ფალიაშვილის “დაისის” მთავარ გმირს სახელი მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია, ასაკიც იგივეა…

 

ცნობილია, რომ მარო წერდა მოთხრობებს, მაგრამ შემორჩა მისი ჩანაწერების მხოლოდ მცირე ნაწილი.

 

„რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა. 17 დეკემბერი (ახ. სტილით).“

 

„...ჩემს უკან მოდიოდნენ ორი რუსი, ერთმა მათგანმა თქვა, როდესაც ქართული სიმღერა გაიგონა: “პოი ლასტოჩკა, პიო, ი მოგილი სებე როი”, აი რუსების უკანასკნელი გამომშვიდობება. ამ სიტყვით მოგვეგებნენ. ეს აზრი დაგვილოცეს.“

 

1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. ოთხი ძირითადი პუნქტის გარდა, დოკუმენტი საიდუმლო მუხლებსაც შეიცავდა, რომლებიც საქართველოში კომპარტიის ლეგალიზაციას და ქვეყნიდან რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოთა ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.

 

,,სტალინი ორჯონიკიძეს: ,,ეხლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე,დასტურია, აიღე ქალაქი."

 

რამდენიმე წუთში ორჯონიკიძემ უკვე კრემლის ოფიციალური დადასტურებაც მიიღო, სადაც დასაბუთებული იყო XI არმიის საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაციის წარმოება. კრემლი უცხო ქვეყანაში შეიარაღებული ძალების შეჭრას, აჯანყებულთა დაცვის მოტივით ამართლებდა:

 

"სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ."

 

იმავე დღეს საქართველოში რუსეთის ელჩმა აარონ შეიმანმა ბაქოდან შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო: ,,გადაწყვეტილია რუბიკონის გადალახვა. იმოქმედეთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად."

 

21 თებერვალი 1921 წელი. ,,ჟორდანია - ჩიჩერინს: რას ითხოვთ ჩვენგან? გვაცნობეთ ის მიზნები, რომლის გამოცდაიწყეთ ომი ჩვენს წინააღმდეგ. შესაძლოა ჩვენ შევძლოთ სისხლისღვრის გარეშე მოლაპარაკება."

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჟორდანიას ეს დეპეშა პასუხის გარეშე დატოვა.

 

1921 წლის 24 თებერვალს თბილისს ალყის საფრთხე შეექმნა. ასეთ ვითარებაში მთავრობამ ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეს 25 თებერვალს 12 საათსა და 15 წუთზე, კოჯრის გზიდან საქართველოს დედაქალაქში XI არმიის მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ. იმავე დღეს ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვში ცნობილი დეპეშა გააგზავნა:

 

25 თებერვალი 1921 წელი. ,,ორჯონიკიძე - ლენინს, სტალინს. ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!"

 

რუსუდან ცირეკიძე, სპეციალურად "აფხაზეთის ხმისთვის"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !