-
2025-10-13 15:33
„დარდიანი მუხამბაზი“ - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც გიორგი შოშიტაშვილმა ქსოვრელებთან ერთად მსმენელს შესთავაზა.
სიმღერის პრემიერა რადიო „დარდიმანდის“ ეთერში, ტალღაზე - 97.1 შედგა.
გადაცემა „სიმღერის პრემიერის“ სტუმარი კი გიორგი შოშიტაშვილი გახლდათ.
როგორც გიორგიმ ინტერვიუში აღნიშნა, მუსიკა უცხოური სიმღერის ქოვერია, ტექსტი სალომე ვარდიაშვილს ეკუთვნის.
„ბევრი ვიფიქრეთ ვის უნდა დაეწერა ტექსტი ახალი სიმღერისთვის, მაგრამ სწორედ ძიების პროცესში სალომემ თავადვე დაწერა და მეც რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა, ამიტომაც სიმღერა მეორე დღესვე ჩავწერეთ“ , - ამბობს ქსოვრელების სოლისტი.
მან ასევე ისაუბრა უზბეკეთის ვოიაჟზე: "ვამაყობ რომ ქართული კულტურის ნაწილი ვარ და უცხო ქვეყნის სატელევიზიო გადაცემაში საკუთარ ისტორიაზე ვსაუბრობ" - ამბობს გიორგი შოშიტაშვილი.