-
2014-11-16 12:06
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში 15 ნოემბერს, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა და უკრაინელებს „მთელ მსოფლიოში ყველაზე გამბედავი ხალხი“ უწოდა, მადლობა გადაუხადა რა მათ საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„დღეს თბილისში რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო დიდი აქციაა და იქ ფრიალებს უკრაინის დროშები, ისევე, როგორც მაიდანზე ფრიალებდა საქართველოს დროშა. როცა მტერს სურდა თბილისის აღება, უკრაინის პრეზიდენტი და მთელი უკრაინული დელეგაცია ჩვენთან ერთად იდგა მოედანზე. მათ არ შეშინებიათ, ჩამოფრინდნენ და თქვეს - ჩვენი თავისუფლების ბედი წყდება აქ... ისევე, როგორც ახლა ჩვენი თავისუფლების ბედი წყდება დებალცევოსთან, დონეცკის აეროპორტთან, ყირიმსა თუ კიევში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გადალახავს ყველა ამ სირთულეს, იმიტომ, რომ ეს არის საოცარი ხალხი, ყველაზე გამდევაი ხალხი მსოფლიოში. ხალხი, რომელმაც გმირობის სასწაული მაგალითი უჩვენა მსოფლიოს მე-20 საუკუნის შავი ჭირის წინააღმდეგ, ხალხი, რომელიც ყოველდღე აშორებს ევროპას ახალი ბოროტების იმპერიის სიავეს, ახალი მონღოლ-თათართა ურდოს სიავეს“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.