საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ თეონა აქუბარდია დაინიშნა.
იგი აქამდე არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა. მუშაობდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარად, საარჩევნო ინიციატივა- 2014 თანამშრომლად, საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორად.
2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის აღმსრულებელ დირექტორად და საბჭოს თავმჯდომარედ.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში კითხულობდა სტრატეგიისა და ომის ხელოვნების კურსს მიწვეული ლექტორის რანგში.
"გურიანიუსი"